„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
როგორც ნეაპოლური კლუბის ვებგვერდი წერს, ქართველმა ფეხბურთელმა დღევანდელ ვარჯიშზე სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, კვარა ხვალ მოედანზე უნდა იყოს.
მოგეხსენებათ, 22 წლის შემტევმა გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადებოდა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ მატჩი 21 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. „აძური“ იტალიის ჩემპიონია, ხოლო „ნერაძური“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.