ფეხბურთი

15:00 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "სპალეტი დიდებულია, მაგრამ ზოგჯერ მაშინებდა"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ლუჩანო სპალეტიზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ის დიდებული მწვრთნელია და სახალისო ისტორიაც გაიხსენა, როდესაც ლუჩანო ხანდახან მას აშინებდა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ლუჩანო სპალეტი შესანიშნავია, როდესაც ის დავნიშნე, ამ არჩევანზე მთელი პასუხისმგებლობა ავიღე. მას ვთხოვდი ჩვენთან მოსვლას, როცა რუსეთში იყო და სანამ, „რომასა“ და „ინტერში“ წავიდოდა.

ზოგჯერ ის ჩემს ოფისში მოდიოდა გადაცემული, რათა არავის ეცნო, ზოგჯერ მაშინებდა, რადგან მეგონა, რომ ისეთი ვინმე იყო, ვისაც ჩემზე თავდასხმა უნდოდა, ვინაიდან ვერ ვცნობდი. სპალეტი განსაკუთრებული პერსონაჟია, განუმეორებელი ფეხბურთის მიმდევარი.

დი ლორენცო? ჩვენ ვსაუბრობთ დიდ კაპიტანზე, რომელმაც იცის, როგორ უხელმძღვანელოს ჯგუფს მოკრძალებით და სიმშვიდით. ის ყველასთან კარგადაა, უნიკალურია“, - თქვა დე ლაურენტისმა.

0.120875