კალათბურთი

0:43 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში სერია A-ში, "ვირტუსი" ნახევარფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სერია A-ს პლეი-ოფის მეოთხედფინალური ეტაპი დაძლია და ნახევარფინალში გავიდა.

სერჯო სკარიოლოს გუნდმა „ბრიდიზი“ იოლად დაამარცხა - 3:0. სერიის მესამე შეხვედრა ბოლონიელებმა სტუმრად 100:95 მოიგეს და ყველაფერს წერტილი დაუსვეს.

კარგი თამაში ჰქონდა შენგელიას, რომელმაც 25 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ამრიგად, ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.

„ვირტუს ბოლონია“ ნახევარფინალში მეტოქე დაელოდება, რადგან დანარჩენ მეტოთხედფინალურ სერიებში ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120788