ფეხბურთი

21:03 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ალკმაარის" ფანები "ვესტ ჰემის" ფეხბურთელებს და მათი ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ

კონფერენს ლიგის ნახევარფინალში „ალკმაარის“ გულშემატკივრებსა და „ვესტ ჰემის“ ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა.

უფრო კონკრეტულად, ინგლისური გუნდის ფეხბურთელები საქმეში თავიანთი ოჯახის წევრების დასაცავად ჩაერთნენ, რომლებსაც ნიდერლანდები ფანები დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი სულაც მოედანზე შეიჭრა.

სიტუაცია პოლიციამ განმუხტა და არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, რომ „ვესტ ჰემმა“ „ალკმაარი“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც „ფიორენტინას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113693