ინგლისის პირველი ლიგის (რანგით მესამე დივიზიონი) პლეი-ოფში „შეფილდ უენსდიმ“ „პიტერბორო“ 5:1 დაამარცხა და პლეი-ოფის ფინალის საგზური მოიპოვა.
ეს ამბავი საინტერესო იმითაა, რომ პირველი მატჩი „შეფილდს“ სტუმრად 0:4 ჰქონდა წაგებული. შედეგად, პენალტების სერია დაინიშნა, სადაც 5:3 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ინგლისის ჩემპიონატების პლეი-ოფში ეს რეკორდია, აქამდე ოთხბურთიანი ჩამორჩენა არავის ჰქონდა აღმოფხვრილი, მეტიც, საუკეთესო შედეგი ორბურთიანი წაგების ქამბექი იყო.
„შეფილდ უენსდი“ პლეი-ოფის ფინალში „უემბლიზე“ „ბოლტონს“ ან „ბარნსლის“ დაუპირისპირდება და გამარჯვებული ჩემპიონშიფის საგზურს მოიპოვებს.