ფეხბურთი

19:24 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: სპალეტი "ნაპოლიდან" თუ წავა, 8 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ლუჩანო სპალეტიმ შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს, რაზეც იტალიური მედია ბოლო დღეებში ხშირად წერს.

Radio Kiss kiss Napoli-ის რედაქტორი ვალტერ დე მაჯო კი იტყობინება, რომ თუ 64 წლის სპეციალისტი წასვლას გადაწყვეტს, გვარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. როგორც მან განაცხადა, ლუჩანომ კონტრაქტიდან გამომდინარე კონტრაქტის დარღვევის გამო კლუბს 8 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ სპალეტიმ „ნაპოლიში“ მუშაობის ორწლიან პერიოდში სულ რაღაც 6 მილიონი ევრო გამოიმუშავა, შესაბამისად, ჯარიმის სახით 8 მილიონის გადახდა, არცთუ ისე ადვილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ უკვე დაუკავშირეს ანტონიო კონტე, ვინჩენცო იტალიანო, ჯან პიერო გასპერინი და რაფაელ ბენიტესი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114425