ფეხბურთი

18:52 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "კვარაცხელიას ჩვენთან მე-20 წამზე გოლი რომ გაეტანა, ახლა სხვა რამეზე ვისაუბრებდით"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „სამპდორიასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი თამაში და მატჩის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტი გაიხსენა.

პიოლის შეკითხვა დაუსვეს, არის თუ არა, „მილანი“ „ინტერზე“ სუსტი გუნდი, „როსონერის“ თავკაცის პასუხი კი ასეთი იყო:

„ინტერთან“ მატჩებში განსხვავება გამოიწვია ორივე მატჩის საწყისმა წუთებმა. პირველ შეხვედრაში ორი გოლი გავუშვით, მეორე თამაშში კი 3 საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ. მაგრამ უკან არ უნდა გავიხედოთ, რადგან ასე შეგვიძლია ვიფიქროთ საგოლე მომენტზე, რომელიც „ნაპოლის“ ჩვენთან პირველი მატჩის მე-20 წამზე ჰქონდა... ეს უბრალოდ წარსულია, წინ უნდა ვიყუროთ“, - განაცხადა პიოლიმ.

0.113871