ფეხბურთი

18:20 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია ორი რაღაცით მარადონას ძალიან მაგონებს"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელე კალაიომ ხვიჩა კვარაცხელიასა და დიეგო მარადონას შედარებაზე ისაუბრა. როგორც ვეტერანმა თავდამსხმელმა აღნიშნა, ისინი მისი აზრით ორი რაღაცით ერთმანეთს ჰგვანან.

„სწორი პროპორციებით კვარაცხელია ძალიან მახსენებს დიეგოს და ასევე ფიზიკური სიძლიერით. ქართველი ძალიან კარგია გრძელ დისტანციებზე, არგენტინელსაც ფეხებში გასაოცარი ძალა ჰქონდა. კვარამ წელს ძალიან კარგად ითამაშა და იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონშიც ასე ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ამოცანა, რომელიც არასდროს არის ძალიან მარტივი“, - თქვა კალაიომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონში 40 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა, 5-ჯერ პენალტი მოიპოვა და იტალიის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114429