ფეხბურთი

15:47 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს ვერ ივარჯიშა და "ინტერთან" თამაში შეიძლება გამოტოვოს

ხვიჩა კვარაცხელიას მცირე ტრავმა აქვს, რის გამოც „ინტერის“ წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვოა. ამის შესახებ „ნაპოლის“ ვებგვერდი წერს.

ნეაპოლელები იტყობინებიან, რომ კვარაცხელიამ დღეს გუნდთან ვერ ივარჯიშა. ხვიჩამ მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა, სპორტდარბაზში. ამ ეტაპზე მისი თამაში გამორიცხული არაა, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშაა. კვარამ დაზიანება ნეაპოლელთა გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო.

„ნაპოლისა“ და „ინტერის“ მატჩი 21 მაისს, „სტადიო მარადონაზე“ გაიმართება. „აძური“ უკვე იტალიის ჩემპიონია და ამ თამაშს მისთვის ფორმალური ხასიათი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში თავი 14 გოლით, 14 საგოლე პასით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.112679