ფეხბურთი

14:00 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო ფაჯოლი 2-3 თვე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯოლი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს და შეიძლება მომდევნო სეზონის სტარტიც გამოტოვოს.

22 წლის ფეხბურთელმა „სევილიასთან“ მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ნემანია გუდელის უხეშობის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო. როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, ფაჯოლის მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს, რაც ნიშნავს, რომ საოპერაციოა.

ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანზე სავარაუდოდ სექტემბერში დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ გუდელის ზღვარგადასული და არასპორტული მოქმედების მიუხედავად, მსაჯმა მას ყვითელი ბარათიც არ უჩვენა.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლო ფაჯოლი მიმდინარე სეზონში „იუვენტუსში“ ერთ-ერთი იშვიათი პოზიტიური ფიგურა იყო. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

0.123336