ფეხბურთი

22:21 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას მოურა სეზონის ბოლოს "ტოტენჰემს" დატოვებს

ლუკას მოურა სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის „ტოტენჰემს“ დატოვებს. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და როგორც თურქული მედია წერს, კარიერას სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს.

ლუკას მოურამ კარიერა „სან პაულუში“ დაიწყო, შემდეგ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, ხოლო 2017 წლიდან „ტოტენჰემში“ ირჯებოდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 219 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა.

ლუკასის ლონდონურ კარიერაში გამორჩეულია 2018-2019 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში „აიაქსთან“ ჰეთ-თრიქი, რის შედეგადაც „მამლები“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

0.115567