საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა წლის ბოლოს France Football-მა ოქროს ბურთის 30 კანდიდატში დაასახელოს.
ფრანგული ჟურნალის მაისის ნომერშია წერია, რომ ხვიჩას კანდიდატებში მოხვედრის შანსი ნამდვილად აქვს:
„შესაძლებელია ხვიჩა წელს კანდიდატებს შორის იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ფავორიტებში არ იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ იტალიაში პირველი სეზონი აქვს. რა თქმა უნდა, ის ოცნებობს ოქროს ბურთის მოგებაზე და ფიქრობს, რომ ერთ დღეს ყველაზე ძლიერი იქნება“, - წერს პოპულარული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ France Football-ი ოქროს ბურთის 30 კანდიდატს შემოდგომაზე დაასახელებს, წლის ბოლოს კი საუკეთესოს გამოავლენს.