ფეხბურთი

20:00 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "მზად ვარ კვარაცხელიას მომავალზე ფსონი დავდო"

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანკარლო პადოვანიმ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონის შემდეგ არ დატოვებს, ხოლო ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია.

„სპალეტისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება. შემიძლია ფსონი დავდო, რომ კვარაცხელია ამ ზაფხულს არსად წავა, რაც შეეხება ოსიმენს, თუ 150 მილიონის შეთავაზება შემოვა, უნდა წავიდეს“, - თქვა პადოვანიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.115224