სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:20 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" ლოზანო შეიძლება კუბომ შეცვალოს

იტალიურ „ნაპოლის“ „სოსიედადისა“ და იაპონიის ნაკრების ნახევარმცველი ტაკეფუსა კუბო დაუკავშირეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეაპოლური კლუბი შესაძლოა ირვინგ ლოზანომ დატოვოს. მექსიკელ გარემარბს მაღალი ხელფასი აქვს (4.5 მილიონი ევრო), მისი თამაში კი კლუბის ხელმძღვანელობისთვის არცთუ ისე დამაკმაყოფილებელია. ამიტომაც, ფიქრობენ, რომ ზაფხულში ლოზანო გაყიდონ.

მისი შეცვლის ერთ-ერთ ვარიანტად 21 წლის იაპონელი სახელდება, რომელმაც მიმდინარე სეზონში ბასკურ კლუბში 40 მატჩში 8 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ აურელიო დე ლაურენტისმა საჯაროდ თქვა, რომ გუნდში იაპონელი ფეხბურთელის ხილვა სურს.

შეგახსენებთ, რომ ტაკეფუსა კუბოს მადრიდის „რეალში“, „მალიორკაში“, „ვილიარეალსა“ და „ხეტაფეში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121433