აზერბაიჯანის პრემიერლიგის 34-ე ტურში „საბაჰმა“ სტუმრად „სუმგაითი“ 4:0 დაამარცხა. დავით ვოლკოვმა კი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
ქართველმა ფორვარდმა 44-ე წუთზე ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო ერთი წუთის შემდეგ კრისტიან და სილვა ფილს შედეგიანი გადაცემა გაუკეთა. დავითმა ამ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.
27 წლის ფეხბურთელს აზერბაიჯანის ჩემპიონატის 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე 3 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.
„საბაჰი“ 80 ქულით მეორე ადგილზეა და სეზონს ამ პოზიციაზე დაასრულებს, რადგან „ყარაბაღი“ უკვე ჩემპიონი გახდა, ხოლო მესამეადგილოსან „ნეფთჩის“ 18 ქულით ნაკლები აქვს.