ფეხბურთი

19:02 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუს" გიორგი მამარდაშვილის შეძენა სურს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშია, ამჯერად კი „პორტუს“ დაუკავშირეს.

Bola Na Rede-ს კომენტატორის, ლუიშ კოელიოს ინფორმაციით, „დრაკონები“ 22 წლის ქართველი მეკარის შეძენით ინტერესდებიან. „პორტუს“ მთავარი მეკარე ამჟამად დიოგო კოშტაა, რომელსაც გრანდები იწვევენ და დიდი შანსია, ზაფხულში კლუბი დატოვოს.

ამიტომაც, პორტუგალიელებს მის ერთ-ერთ შემცვლელად მამარდაშვილი ესახება. ცნობილია, რომ „ვალენსია“ გიორგი 25-35 მილიონი ევროს ფარგლებში შეელევა. მანამდე ქართველ კიპერს ინგლისურ გუნდებს უკავშირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა.

0.10593