ფეხბურთი

16:29 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-13 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„ულსან ჰიუნდაის“ ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის (K ლიგის) მე-13 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ქართველმა შემტევმა გასულ ტურში „სეულთან“ შესანიშნავად ითამაშა, დუბლი შეასრულა და თავის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 მოაგებინა. შესაბამისად, ტურის MVP-ის ტიტული დამსახურებულია.

ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან ხუთივე გოლი ბოლო 1 თვის განმავლობაში მიითვალა.

0.122658