ნიკოლა იოკიჩის საღამო - თამამად შეგვიძლია ასე ვუწოდოთ დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩს. 19 633 გულშემატკივრის წინაშე სერბმა საოცრებები ჩაიდინა. "დენვერისა" და „ლეიკერსის“ დაპირისპირებაში ლოს ანჯელესელები ცუდად არ გამოიყურებოდნენ, თუმცა, იოკიჩმა და თანაგუნდელებმა ლებრონს და კამპანიას არაფერი გააკეთებინეს.
„ლეიკერსი“ მთელი თამაშის განმავლობაში, წინ გასული ერთადერთხელ იყო, ისიც როდესაც პირველი ორქულიანი ჩააგდეს და მას შემდეგ მდევრის როლში გვევლინებოდა. „დენვერელებმა“ პირველი ტაიმი 72:54 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში დარვინ ჰემის გუნდმა თამაში გამოასწორა და მეტოქეს მაქსიმალურად მიუახლოვდა.
„ლოს ანჯელესელებმა“ მესამე პერიოდი 4, დასკვნითი პერიოდი კი 8 ქულით მოიგეს. ლებრონს და კამპანიას ბოლო 12-წუთეულში ანგარიში 9:0 მიყავდათ და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს. შესანიშნავი შანსი ჰქონდა მეფეს, რომელმაც პერიმეტრიდან ისროლა და ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ არ გამოუვიდა. შეხვედრას წერტილი კი მას მერე დაესვა, რაც დევისი იოკიჩზე დაჯარიმდა, ნიკოლამ კი საჯარიმო ხაზიდან ზუსტად ისროლა და საბოლოოდ თავის გუნდს - 132:126 გაამარჯვებინა.
ამ შეხვედრაში ნიკოლა იოკიჩმა არაერთი რეკორდი დაამხო. „ნაგეტსის“ ვარსკვლავმა პირველი მეოთხედი 8 ქულით, 12 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ NBA-ში 1997 წელს, მატჩის პირველ პერიოდში 12 მოხსნა ტიმ დანკანს ჰქონდა, იოკიჩმა კი ეს შედეგი გაიმეორა.
გარდა ამისა, საწყის 12-წუთეულში 5 პასით, ნიკოლა გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც პლეი ოფის ერთ მეოთხედში - მინიმუმ 10 მოხსნა და 5 პასი შეასრულა მას შემდეგ, რაც NBA-ში მსგავსი მონაცემების აღწერა დაიწყეს. ეს იყო სტატისტიკურად უპრეცედენტო პირველი მეოთხედი იოკიჩისთვის.
ასევე, 19 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასი ტაიმში! მსგავსი შედეგი პლეი ოფის შეხვედრაში აქამდე არავის ჰქონია. რაც შეეხება მის სრულ სტატისტიკას, 28 წლის ცენტრმა პარკეტზე 42:26 წუთი გაატარა, რა დროშიც 34 ქულით, 21(!) მოხსნით და 14 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა.
იოკიჩმა მეტოქის ფარის მიმართულებით 17-ჯერ ისროლა, რომელთაგანაც 12-მა მიზანს უწია. 100%-იანი შედეგი ჰქონდა სამქულიანებში - 3-დან 3! 14-დან კი 9 ორქულიანი ჩააგდო და 8-დან 7 საჯარინოც გამოიყენა. გარდა ამისა მის ანგარიშზე 2 დაფარება, 4 პერსონალური ფოლი და +- მაჩვენებელი +11 იყო.
გეტყვით, რომ მესამე მეოთხედიში ნიკოლას უკვე ჰქონდა ტრიპ-დაბლი. მისი გუნდი კი 20 ქულით იგებდა. გამოსარჩევია სერბის ბაზერბითერი, რომლითაც ბოლო პერიოდის დაწყებამდე თავისი გუნდი წინ 14 ქულით გაიყვანა.
"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. შეხვედრას მაქსიმალურად ვაკონტროლებდით. ვაკონტროლებდით ტემპს, ვაკონტროლებდით დაცვას და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი მეორე ტაიმი დავკარგეთ. მაგრამ რაც მთავარია მოვიგეთ. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს ერთი ქულით აჯობებ თუ 20, გამარჯვება გამარჯვებაა და ჩვენ სერიაში დავწინაურდით", - გააცხადა იოკიჩმა.
„დენვერიდან“ თანაგუნდელს მხარი ჯამალ მიურეიმ აუბა, რომელსაც 31 ქულა, 5-5 მოხსნა პასი გამოიმუშავა და 132-ქულიდან 65 ქულა სწორედ ამ ორმა კალათბურთელმა გაახერხა.
შესანიშნავი თამაში ჰქონდა ენტონი დევისს, რომელიც ქულების მხრივ ყველაზე შედეგიანი იყო. ამერიკელმა კალათბურთელმა პირველი პერიოდი სუსტად ჩაატარა, თუმცა მეორე მეოთხედიდან დაიქოქა და საბოლოოდ თავი 40 ქულას, 10 მოხსნას და 3 პასს, ამდენივე ჩაჭრას და 2 დაფარებას მოუყარა.
დევისმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და ლებრონთან ერთად კარგ ტანდემს ქმნიდა. ალბათ ეს დუეტი ბევრ სხვა მეტოქეს ძალიან დაჩაგრავდა, თუმცა იოკიჩთან ბევრი ვერაფერი გამოუვიდათ.
დევისმა 23-დან 14 სროლა გამოიყენა. ალბათ შედეგზე გავლენა იმანაც იქონია, რომ ენტონი შორი დისტანციიდან არ ისროდა. მან სამქულიანი მხოლოდ ერთხელ ისროლა და ისიც ჩააგდო, დანარჩენი კი 22-დან 13 ოქრულიანი და 11-დან 11 საჯარიმო მიითვალა.
და ლებრონ ჯეიმსი, მეფემ კარგად დაიწყო და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი პასი დააკლდა. ალბათ „ლეიკერსისა“ და უბრალოდ მის ფანებს ძალიან სურთ ამერიკელმა სიბერეში კიდევ ერთი ბეჭედი მოიგოს. თუმცა, ალბათ ასეთ მეტოქესთან, ძალიან გაჭირდება.
ლებრონმა არასრულ 40 წუთში 26 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა გაახერხა. 23 ქულა ჰქონდა ოსტინ რივსს, ხოლო ჰაჩიმურამ 17 ქულა ჩააგდო.
მაშ ასე, „დენვერი“ სერიაში დაწინაურდა, შემდეგი მატჩი კი 19 მაისს, კვლავ Ball Arena-ზე შედგება.