ფეხბურთი

11:00 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: სპალეტიმ დე ლაურენტისს სამ პოზიციაზე ფეხბურთელის შეძენა მოსთხოვა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კლუბში დარჩენის სანაცვლოდ გარკვეული მოთხოვნები წაუყენა.

სპალეტის სურს, რომ მისმა გუნდმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. როგორც იტალიური მედია წერს, სპალეტის მოთხოვნების შორის სამი პოზიციის გაძლიერებაა.

როგორც ცნობილი ხდება, 64 წლის სპეციალისტს ზაფხულში მარჯვენა მცველის შეძენა უნდა. გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო პრაქტიკულად შემცვლელის გარეშეა, ამიტომაც, სპალეტის სურს, რომ მისი შემცვლელიც ჰყავდეს, რომ დი ლორენცოს სეზონის განმავლობაში დასვენების საშუალება მისცეს. კიდევ ერთი სამიზნე მარჯვენა გარემარბის შეძენაა. როგორც ჩანს, ლუჩანო ირვინგ ლოზანოსა და მატეო პოლიტანოს თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ არის, რაც არაა გასაკვირი, რადგან ორივემ ჯამში სეზონში მხოლოდ 8 გოლი გაიტანა.

მესამე პოზიცია კი საყრდენი ნახევარმცველია - მიმდინარე სეზონში სტანისლავ ლობოტკას შემცვლელი პრაქტიკულად არ ჰყავდა, ამიტომ, სპალეტის უნდა, რომ გუნდში სლოვაკის სრულფასოვანი შემცვლელიც იყოს.

შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ლუჩანო სპალეტი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

0.113232