ფეხბურთი

0:30 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "სპალეტიმ დე ლაურენტისს 4 ფეხბურთელის აუცილებლად შენარჩუნება მოსთხოვა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო რამბაუდიმ განაცხადა, რომ ლუჩანო სპალეტიმ აურელიო დე ლაურენტისს გუნდში დარჩენის სანაცვლოდ პირველ რიგში 4 ფეხბურთელის შენარჩუნება მოსთხოვა.

აღსანიშნავია, რომ რამბაუდის გაკეთებული განცხადების მიხედვით, სიაში არ არის ხვიჩა კვარაცხელია, რაც ცოტა არ იყოს უცნაურია.

„ლუჩანო სპალეტიმ დე ლაურენტისთან შეხვედრისას 4 ფეხბურთელის შენარჩუნება მოითხოვა: ესენი არიან, ოსიმენი, ლობოტკა, კიმი და დი ლორენცო. ძალიან ბევრია? არა, „ნაპოლი“ ძლიერია და ლოგიკურია, რომ გუნდში ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“, - თქვა რამბაუდიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059149