ფეხბურთი

23:04 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ტელეწამყვანი: "ინტერში" კორეას მაგივრად კვარაცხელია მსურს"

იტალიელმა ტელეწამყვანმა პაოლო ბონოლისმა, რომელიც „ინტერის“ გულშემატკივარია, საყვარელ გუნდში ხვიჩა კვარაცხელია ისურვა. როგორც მან თქვა, ხოაკინ კორეას შემცვლელად „ნერაძურიში“ ქართველი ფეხბურთელის ხილვა სურს.

„მაროტა სატრანსფერო ბაზრის ოსტატია, შესანიშნავი მენეჯერი, რომელსაც ფეხბურთი ესმის. ფეხბურთელი, რომლის ხილვა „ინტერში“ მსურს, კვარაცხელიაა, დიდებული ფეხბურთელი ან დიბალა. ჩვენ კორეა უნდა შევცვალოთ და ისეთი სტილის ფეხბურთელი გვჭირდება, რომელსაც მეტოქის მოტყუების უნარი აქვს“, - თქვა ბონოლისმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.115966