ფეხბურთი

21:10 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიეს "ტორონტოს" დატოვება და დაბრუნება სურს, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს

„ნაპოლის“ ყოფილი კაპიტანი ლორენცო ინსინიე „ტორონტოში“ თამაშით ბედნიერი არ არის და ევროპაში დაბრუნება სურს. ამის შესახებ ნეაპოლური მედია წერს.

როგორც იტალიელები იტყობინებიან, ინსინიე კანადიდან „გასაქცევად“ გზას ეძებს და ძალიან სურს, რომ ევროპაში დაბრუნდეს. ცოტა ხნის წინ იტალიელ ფეხბურთელს სტამბოლის „გალათასარაისაც“ უკავშირებდნენ.

თუმცა, ინსინიეს ევროპაში დასაბრუნებლად ერთი დაბრკოლება არსებობს: მისი მაღალი ხელფასი, რომელიც კანადაში აქვს. შესაბამისად, დაბრუნების შემთხვევაში გასამრჯელოს მნიშვნელოვნად შემცირებაზე დათანხმება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიე „ტორონტოში“ გასულ წელს „ნაპოლიდან“ გადავიდა და 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლურ კლუბში სწორედ ინსინიე შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126325