ფეხბურთი

20:09 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" სერგი კუხიანიძე დაიმატა

გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალიდან“ სერგი კუხიანიძე დაიმატა, რომელმაც ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

24 წლის ფეხბურთელს „დილაში“ თამაში მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ შეეძლება, უფრო კონკრეტულად 20 ივნისიდან, მანამდე კი გუნდში ივარჯიშებს. ამის მიზეზი ისაა, რომ სერგიმ მიმდინარე სეზონში „სამგურალში“ ითამაშა.

კუხიანიძეს კარიერის განმავლობაში „მერანში“, „ტორპედოსა“ და „სამგურალში“ აქვს ნათამაშები, ხოლო ერთხელ საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა, ორი წლის წინ ნიდერლანდებთან ამხანაგურ მატჩში.

0.119447