ფეხბურთი

16:12 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "ინტერმა" 7 ფეხბურთელითაც რომ ითამაშოს, "მილანი" ვერ დაამარცხებს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანური დერბის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „მილანს“ ფინალში გასვლის არანაირი შანსი არ აქვს.

„მილანმა“ რომ მოიგოს, „ინტერმა“ 7 ფეხბურთელით უნდა ითამაშოს და ყველა ახალგაზრდული გუნდიდან დამატებული უნდა იყოს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც დიდი შანსია, რომ „მილანმა“ ვერ მოიგოს. ლეაუსთან ან მის გარეშე, „მილანი“ ბევრად დაბალ დონეზეა და პორტუგალიელზე ზედმეტად დამოკიდებული არიან. „სპეციასთან“ მატჩიც გვეუბნება, რამდენად ცუდია „მილანი“. „ინტერსა“ და ამ გუნდს შორის დიდი განსხვავებაა, არ არსებობს პირობები, რომ „მილანმა“ ქამბექი შეძლოს“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „მილანის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109715