ფეხბურთი

11:50 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ ტუხელის გათავისუფლების გადაწყვეტილებას ნანობს

კლუბის ახალ მფლობელებს არ სურდათ თომას ტუხელთან თანამშრომლობის გაგრძელება, მაგრამ ახლა ესმით, რომ გერმანელი სპეციალისტი უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. ლონდონურ კლუბში მიაჩნიათ, რომ ტუხელი სეზონის ბოლომდე უნდა დაეტოვებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ მოეძებნათ მისთვის შემცვლელი - წერს Daily Mail.

ტუხელის წასვლის შემდეგ „ჩელსი“ გრემ პოტერმა ჩაიბარა. მან გუნდთან შვიდი თვე იმუშავა და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახლა „ლურჯებს“ 2022/2023 წლების სეზონის ბოლომდე ფრენკ ლამპარდი წვრთნის. მომავალი სეზონიდან კი არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო ჩაიბარებს.

ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შემდეგ „ჩელსი“ სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. გუნდმა 35 მატჩიდან 43 ქულა მოაგროვა.

0.114799