ფეხბურთი

10:08 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი: „სამშაბათს „ინტერის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება“

„ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, „მილანთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნაცევარფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. შგახსენებთ, პირველი თამაში „ინტერის“ სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.

„უნდა გავერთიანდეთ. ყოველთვის ვიყავით ჩვენი გულშემატკივრების გვერდით, კარგ და ცუდ დროს. ახლა ცივი გონება და ცხელი გული გვჭირდება.

სამშაბათს „ინტერის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. გონივრულად უნდა ვითამაშოთ, რათა ოცნება ავისრულოთ და ფინალში გავიდეთ. პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ „მილანი“ ყოველთვის სახიფათოა, შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს“, - ციტირებს ინძაგის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

„ინტერისა“ და „მილანის“ მატჩი დღეს, 16 მაისს გაიმართება „სან სიროს“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.113817