ფეხბურთი

1:23 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" კვარაცხელია მოსწონს, მაგრამ მის შესაძენად ფული არ აქვს

ტურინის „იუვენტუსი“ „ნაპოლიდან“ სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის გადაბირებასთან ახლოსაა, ეს თითქმის გადაწყვეტილია.

Area Napoli წერს, რომ ტურინელებს ხვიჩა კვარაცხელიაც ძალიან მოსწონთ და მის შესაძენად ყველაფერს გააკეთებდნენ, მაგრამ კარგად იციან, რომ ქართველი ფეხბურთელი ძალიან ძვირი ღირს. ამჟამად კი, „ბებერი ქალბატონით სერიოზულ ფინანსურ კრიზისშია, ამიტომაც, ჯუნტოლის გადაბირების შემთხვევაშიც კი, კვარას შეძენა მაინც გამორიცხულია.

„ნაპოლის“ მთავარი მტერი „იუვეა“, მაგრამ ამ კლუბიდან ტურინში ადრეც არაერთი ფეხბურთელი გადასულა. მაგალითად, 1994 წელს, „იუვენტუსში“ „ნაპოლიდან“ წავიდნენ მწვრთნელი, მარჩელო ლიპი, სპორტული დირექტორი, ლუჩანო მოჯი და მცველი, ჩირო ფერარა. ყველაზე ხმაურიანი კი, 2016 წელს გონსალო იგუაინის ტრანსფერი იყო.

Area Napoli იმასაც წერს, რომ კვარაცხელია „ნაპოლიდან“ აუცილებლად სხვა ქვეყანაში წავა სათამაშოდ, მაგრამ მინიმუმ მომდევნო სეზონს აუცილებლად „სტადიო მარადონაზე“ გაატარებს.

0.121555