კალათბურთი

0:49 | 16.05.2023 | ნანახია 705 - ჯერ

შენგელიას შედეგიანი თამაში, "ვირტუსი" ნახევარფინალთან ახლოსაა

იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ბრინდიზი“ ისევ იოლად დაამარცხა და 2:0 დაწინაურდა.

ბოლონიელებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს, რაც ხელიდან თამაშის ბოლომდე არ გაუშვიათ, საბოლოოდ კი 109:95 იმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ 22 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 3 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. თორნიკე თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„ვირტუსს“ ნახევარფინალში გასასვლელად ერთი მოგება აშორებს, სერიის მესამე შეხვედრა კი 19 მაისს გაიმართება და ბოლონიელები ამჯერად სტუმრად ითამაშებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.166847