ჯირო დ’იტალიას მონაწილეთა ბანაკში პანდემიური განგაში გამოცხადდა. კოვიდ-19-ის ვირუსი სწრაფად გავრცელდა, რის გამოც, მონწილეებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი ვალდებულია, ნიღაბი ატაროს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ველომარათონს მისი ლიდერი, რემკო ევენეპოელი გამოეთიშა.
ეს კვირას, მას შემდეგ მოხდა, რაც მან დროზე ინდივიდუალური რბოლა მოიგო და ლიდერის მაისური დაიბრუნა. უფრო ადრე, ამავე მიზეზით რბოლა იტალიელმა ფილიპო განამ და კოლუმბიელმა რიგობერტო ურანმა დატოვეს.
„ჩვენ ყურადღება მეტისმეტად ადრე მოვადუნეთ. ამ კვირიდან, ჩვენ გარკვეულ შეზღუდვებს დავაბრუნებთ. მათ შორისაა ნიღბის ტარების ვალდებულება იმ ადგილებში, სადაც შეიძლება შეხება გქონდეთ მრბოლებთან. ეს ადრე უნდა გვექნა? როგორც ჩანს, კი“, - ამბობს ველომარათონის დირექტორი მაურო ვენი.
გუნდები ვალდებულნი არ არიან, თავიანთი მრბოლები კოვიდ-19-ზე შეამოწმონ. უფრო მეტიც, ვირუსის დადასტურების შემთხვევაშიც, მათ შეუძლიათ, მრბოლი რბოლაში დატოვონ.
ევენეპოელის გამოთიშვის შემდეგ, ლიდერი ბრიტანელი გერეინ თომასი გახდა, ვინც მეცხრე ეტაპის შემდგ, მეორე ადგილზე იყო.