ფეხბურთი

19:50 | 15.05.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ათენის აეკ-ი 5-წლიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ჩემპიონი გახდა

ათენის აეკ-ი საბერძნეთის ჩემპიონი გახდა. ათენელებმა ბოლო ტურში შინ „ვოლოსი“ 4:0 გაანადგურეს და საბოლოოდ, 5 ქულით გაასწრეს „პანათინაიკოსს“.

აღსანიშნავია, რომ „პანათინაიკოსს“ და აეკ-ს სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 77-77 ქულა ჰქონდათ, მაგრამ ბოლო ორ ტურში აეკ-მა 6 ქულა მოიპოვა, „პანამ“ კი მხოლოდ 1, შესაბამისად, მეორე ადგილს დასჯერდა.

ათენის აეკ-ი საბერძნეთის ჩემპიონი 2018 წლის მერე პირველად, ისტორიაში კი მე-13-ედ გახდა. აქვე გეტყვით, რომ ბერძნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მატიას ალმეიდაა, ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც „სან ხოსეში“ ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას მწვრთნელი იყო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067899
სარეკლამო ადგილი - 99
X x X