ფეხბურთი

17:56 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ეს ჯილდო ფეხბურთელების დამსახურებაა, მათ ბევრი იშრომეს"

ლუჩანო სპალეტი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და ჯაკომო ბულგარელის სახელობის პრიზიც გადასცეს.

ბულგარელი 70-იანი წლების იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, რომელმაც მთელი კარიერა „ბოლონიაში“ გაატარა, მიმდინარე საუკუნის დასაწყისში კი გარდაიცვალა. სპალეტიმ ჯილდოს მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.

„ჩემი თაობის ადამიანებისთვის ბულგარელის პრემია კინოში ოსკარს ჰგავს. ჯაკომო ბულგარელი „ბოლონიას“ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამ ჯილდოს მიღება იმ წელს, როდესაც „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ, მინდა, მადლობა გადავუხადო იმათ, ვინც ამის საშუალება მომცა, კერძოდ, ჩემს ფეხბურთელებს და „ნაპოლის“. ჩემმა ფეხბურთელებმა მთელი წლის განმავლობაში იშრომეს, ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთეს. ყოველ ვარჯიშსა და თამაშზე ჩემს განკარგულებაში იყვნენ. მათ აჩვენეს მაისურზე მიჯაჭვულობა, რისი აბსოლუტური ოსტატო ჯაკომო ბულგარელი იყო.

როდესაც ძლიერ ფეხბურთელებს გუნდიდან უშვებ, იმდენივე ძლიერი მოთამაშით უნდა ჩაანაცვლო. უცნობი ფეხბურთელები იყვნენ? კი, მაგრამ არსებობს ვიდეოები, არსებობს ინფორმაციები, არსებობენ მათი თანაგუნდელები, საიდანაც ინფორმაციის გაგება შეიძლება. საქმის დიდი ნაწილი კრისტიანო ჯუნტოლიმ გააკეთა, რომელიც მაღალი ხარისხის მენეჯერია. შემდეგ კი საჭიროა მწვრთნელმა ისინი სწორ პოზიციებზე მოათავსოს. კიდევ ერთი თვისება, რაც მწვრთნელს უნდა ჰქონდეს, ეს არის ის, რომ ყოველთვის გჯეროდეს, რომ ძლიერი გუნდი გყავს. მაქსიმალური დისციპლინით ვიმუშავეთ. მთელი ჩემი დრო „ნაპოლის“ დავუთმე და როდესაც რაღაცას დროს უთმობ, ეს განსხვავებას ქმნის. როდის დავიჯერეთ, რომ სკუდეტოს მოგება შეგვეძლო? არასდროსაა მხოლოდ ერთი თამაში, არამედ არის მომენტები, როცა უკეთეს ფიზიკური და ფსიქიკურ მდგომარეობაში ხარ. სერიოზულად მუშაობას კი საბოლოო შედეგამდე მიჰყავხარ.

იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა და 5 იტალიური გუნდი ევროთასების ნახევარფინალებში? ჩემი გუნდიდან ბევრი ეროვნული ნაკრებების წევრი ფეხბურთელები არიან. ზოგადად, მაღალი დონის გუნდებში ნორმალურია, რომ 75% ნაკრებებს წარმოადგენენ. ნეაპოლმა გვასწავლა, როგორ ვიზეიმოთ ჩემპიონობა, ნეაპოლმა გვასწავლა, რომ სიხარულს და ბედნიერებას საზღვარი არ აქვს“, - თქვა სპალეტიმ ჯილდოს მიღების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ კარიერაში პირველად მოიგო იტალიის ჩემპიონატი, „ნაპოლისთვის“ კი ეს ისტორიაში მხოლოდ მესამე სკუდეტოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110828