ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა ისევ ტრავმირებულია, რაც სამედიცინო შემოწმებაც დაადასტურა.
როგორც ტესტებმა აჩვენეს, ფრანგ ფეხბურთელს ბარძაყის სწორი ნაწლავის დაბალი ხარისხის დაზიანება აღენიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს, რომელიც ორ კვირაში მთავრდება.
პოგბამ ეს სეზონი ტრავმების გამო ფაქტობრივად გამოტოვა. მან ბოლო 13 თვის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში გუშინ პირველად ითამაშა „კრემონეზეს“ წინააღმდეგ, მაგრამ 22-ე წუთზე ისე, რომ არავინ შეხებია, ტრავმა მიიღო და მოედანი აცრემლებულმა დატოვა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პოგბამ ყველა ტურნირზე მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.