„პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი და „ნაპოლის“ გულშემატკივარი ენრიკო ფედელე ლუჩანო სპალეტის ურჩევს, რომ გუნდი დატოვოს.
მისი აზრით, იტალიელ სპეციალისტს ახალი კონტრაქტის გაფორმების ეშინია კიდეც, რადგან იცის, რომ აურელიო დე ლაურენტისი პირველივე წარუმატებლობას მას დააბრალებს.
„ჩემი აზრით, სპალეტის სურს ახალი თავგადასავალი. ის ხედავს, რა მოხდა „მილანში“ შარშან: პიოლის „მილანი“ გმირი იყო ერთი წლის წინ, მაგრამ ახლა მისი გუნდიდან გაგდება უნდათ. თუ ყველაფერი კარგად წავა, დე ლაურენტისი ღმერთი იქნება, თუმცა, ახლა გუნდს თუ დატოვებს და „ნაპოლი“ მომდევნო სეზონში მესამე ადგილს დაიკავებს, ყველაფერი დე ლაურენტისის ბრალი იქნება. ამიტომაც, მისი მხრიდან კონტრაქტის განახლების შეთავაზება სტრატეგიული ნაბიჯია, რათა შემდეგ ყველაფერი სპალეტის დააბრალოს. სპალეტის ადგილზე რომ ვიყო, გუნდს დავტოვებდი, რადგან სჯობს გამარჯვებული წახვიდე“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით. ლუჩანო სპალეტი ახლოსაა „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლებასთან. იტალიელი სპეციალისტი ორი დღის წინ აურელიო დე ლაურენტისს პირადად შეხვდა და ამ საკითხზე ისაუბრეს.