ლევერკუზენის „ბაიერმა“ მომდევნო სეზონისთვის პირველი ტრანსფერი დაადასტურა და ალექს გრიმალდო დაიმატა.
როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი წერს, ესპანელმა მცველმა კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. გრიმალდოს ლისაბონის „ბენფიკასთან“ სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და გერმანელებს უფასოდ შეუერთდა.
გრიმალდო „ბენფიკას“ აკადემიაში აღიზარდა, 2015 წლიდან კი მთავარ გუნდში თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 300 მატჩში 25 გოლი გაიტანა.