ნიქოზიის "აპოელმა" კვიპროსის ჩემპიონატში ლარნაკას აეკ ლაშა დვალის გოლით დაამარცხა. მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა, რომელმაც გამარჯვების გოლი თავის იუბილეზე მიითვალა.
"მოხარული ვარ, რომ ჩემი გოლით გუნდს დავეხმარე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულაა. დღეს სხვა არაფერი უნდა გაგვეკეთინა, გარდა გამარჯვებისა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს დაბადების დღეზე გოლი გავიტანე და გუნდმა მოიგო. მუდმივი ტრავმები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გუნდზე, მაგრამ ჩვენ, როგორც გუნდი, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ ტიტულის მოსაპოვებლად. "აპოლონთან" და "არისთან" ყველაფერს გავიღებთ მოსაგებად", - თქვა დვალმა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალს კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში უკვე 4 გოლი დაუგროვდა. „აპოელი“ 68 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „არისს“ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 21 მაისს, სტუმრად „აპოლონთან“ ჩაატარებს.