ფეხბურთი

11:04 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "სელტასთან" მამარდაშვილმა უნაკლოდ ითამაშა

ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში „ვალენსიამ“ ვიგოს „სელტას“ 2:1 აჯობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად ვერ შეინახა, მაგრამ 5 სეივი ჰქონდა, ორჯერ კი განსაკუთრებით კარგად ითამაშა. ესპანურმა მედიამ ქართველი კიპერის კარგ თამაშს ხაზი გაუსვა:

AS: „მეკარე ძალიან თავდაჯერებული იყო. ორი კარგი სეივი ჰქონდა, რითაც გუნდი გადაარჩინა, „სელტას“ გოლი კი მისი ბრალი არ ყოფილა“.

Eldesmarque: „ერთკვირიანი ჭორების შემდეგ ქართველმა მეკარემ უნაკლო პირველი ტაიმი ჩაატარა. მეორე ნახევარი კი შთამბეჭდავი სეივით დაიწყო და გუნდი გადაარჩინა“.

აქე გეტყვით, რომ „ვალენსიამ“ „სელტასთან“ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზე აინაცვლა, თუმცა, სიმშვიდის საფუძველი მაინც არ აქვს, რადგან გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულითაა მოშორებული. ზოგადად, ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში სიმჭიდროვეა. გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 34 შეხვედრაში 41 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა. „ვალენსია“ მომდევნო ტურში 21 მაისს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

0.117569