ფეხბურთი

1:01 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" 4-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონია

„ბარსელონამ“ დერბიში სტუმრად „ესპანიოლი“ 4:2 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონობა გაიფორმა.

ჩავის გუნდმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი, რადგან რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, ერთიც ბალდემ გაიტანა. მეორე ნახევრის სტარტზე ჟულ კუნდემ სხვაობა გაზარდა. მატჩის ბოლოს „ბარსა“ მოდუნდა და „ესპანიოლმა“ ორი გოლი გაქვითა, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლო.

ამრიგად, „ბარსელონამ“ 85 ქულა დააგროვა და 14 ქულით უსწრებს მადრიდის „რეალს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის ჩემპიონია. „ესპანიოლში“ საპირისპირო ვითარებაა, 31 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და გავარდნასთან ერთ ნაბიჯშია. ამიტომაც იყო, რომ „ესპანიოლის“ ფანებმა „ბარსას“ ჩემპიონობის ზეიმი სტადიონზე არ დააცადეს.

ჩავიმ მწვრთნელის რანგში პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, „ბარსელონამ“ კი ისტორიაში 27-ედ და 2018-2019 წლების სეზონის შემდეგ პირველად გახდა ესპანეთის ქვეყნის ჩემპიონი.

„ესპანიოლი“ – „ბარსელონა“ 2:4 (0:3)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (11), 0:2 ბალდე (20), 0:3 ლევანდოვსკი (40), 0:4 კუნდე (53), 1:4 პუადო (73), 2:4 ხოსელუ (90)

0.112719