სხვა

0:22 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევენეპოელმა ჯიროს ლიდერის მაისური დაიბრუნა

ჯირო დ’იტალიას ფავორიტმა, ბელგიელმა რემკო ევენეპოელმა ველომრათონის მეცხრე ეტაპი, 35-კილომეტრიანი დროზე ინდივიდუალური რბოლა მოიგო და ლიდერის ვარდისფერი მაისური (მალია როსა) დაიბრუნა. ევენეპოელმა სულ რაღაც ერთი წამით აჯობა მეორეზე გასულ ბრიტანელ გერეინ თომასს.

რბოლა წვიმით დასველებულ ქალაქის ქვაფენილიან ქუჩებში ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საქმე გაურთულა. საბოლოოდ, ყველაზე სწრაფ ხუთეულს შორის სხვაობა მხოლოდ რვა წამი იყო. ამ გამარჯვების შემდეგ, ევენეპოელი თომასს, რომელმაც მეორეზე გადაინაცვლა, 45 წამს უგებს. ლიდერს 47 წამით ჩამორჩება სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი. ჯიროს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ტაო გეოგეგენ ჰარტი მეოთხეზეა, ლიდერთან 50-წამიანი ჩამორჩენით.

მეცხრე ეტაპზე ევენეპოელს 17 წამით ჩამორჩა მისი მთავარი მეტოქე, დროზე რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონი როგლიჩი, ვინც ოლიმპიური ჩემპიონის ოქროსფერი ჩაფხუტით იასპარეზა. „ჯუმბო-ვისმას“ ლიდერი დისტანციის შუაში უფრო მეტსაც აგებდა, თუმცა ბოლო სექციაზე ტემპი გაზარდა და ჩამორჩენა შეამცირა.

0.067743