ფეხბურთი

23:59 | 14.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალმა გოლი კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში ნიქოზიის „აპოელმა“ აეკ-ი 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი ლაშა დვალმა გაიტანა.

„აპოელი“ მე-15 წუთზე გაშვებული გოლით აგებდა, მაგრამ მე-20 წუთზე გიორგი ქვილითაიამ პენალტი მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი თავადვე დაარტყა, მეკარემ აჯობა, მაგრამ გაირკვა, რომ მას კარის ხაზზე ფეხი არ ჰქონდა დაფიქსირებული. ამიტომ, მსაჯმა ნიქოზიელებს პენალტი მეორედ დაარტყმევინა. ამჯერად ბურთთან მარკინიოსი მივიდა და გაიტანა - 1:1.

54-ე წუთზე გოლი ლაშა დვალმა გაიტანა, რომელმაც თავით დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სხვათა შორის, მას დაბადების დღე ჰქონდა, 28 წლის გახდა. ლაშამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, სულ კი კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში უკვე 4 გოლი დაუგროვდა.

„აპოელი“ 68 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „არისს“ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 21 მაისს, სტუმრად „აპოლონთან“ ჩაატარებს.

0.115201