კალათბურთი

22:50 | 14.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 12 ქულა და "ტენერიფეს" მესამე ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ მალაგას „უნიკახა“ 84:79 დაამარცხა.

კანარიელები დიდ უპირატესობა ფლობდნენ პირველ ტაიმში და „უნიკახამ“ მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეამცირა სხვაობა, თორემ „ტენერიფე“ უფრო დამაჯერებლად იგებდა.

გიორგი შერმადინმა 25:35 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ამრიგად, „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგა მესამე ადგილზე დაასრულა, რაც დიდად კარგი შედეგი არ უნდა იყოს, რადგან გასულ სეზონში ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

0.153082