მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ედუარდო კამავინგამ შესაძლოა „მანჩესტერ სიტისთან“ ვერ ითამაშოს.
ფრანგმა ნახევარმცველმა ტრავმა „ხეტაფესთან“ მატჩის 84-ე წუთზე მიიღო და შეცვლა მოითხოვა. მას მუხლი აქვს დაზიანებული. სამედიცინო შემოწმებამ სერიოზული დაზიანება გამორიცხა, მაგრამ „სიტისთან“ მატჩამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი, შესაბამისად, მისი თამაში საეჭვოა.
შეგახსენებთ, რომ ედუარდო კამავინგა, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველია, ბოლო პერიოდში მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ მატჩი 17 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.