ფეხბურთი

15:14 | 14.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ხელფასსაც მოუმატებენ

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კლუბთან კონტრაქტს დიდი ალბათობით გაახანგრძლივებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

აურელიო დე ლაურენტისსა და ლუჩანოს შორის შეხვედრამ, როგორც ჩანს, წარმატებით ჩაიარა და 64 წლის სპეციალისტმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. როგორც ირკვევა, სპალეტი კონტრაქტს 2025 წლამდე გაახანგრძლივებს, რომლის თანახმად, მისი ხელფასი მთლიანობაში თითქმის 25%-ით გაიზრდება.

სპალეტის გასამრჯელო 3.5 მილიონი ევრო გახდება, რასაც ბონუსებიც დაემატება. იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ ინფორმაცია შეიძლება ოფიციალურად 14 ივლისს დადასტურდეს, როდესაც „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლიში“ 2021 წლის ზაფხულიდან მუშაობს და „აძურის“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.

0.063