ფეხბურთი

14:40 | 14.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ჩაკვეტაძეს ჩვენთან დარჩენა სურს და "გენტში" დაბრუნება არ უნდა"

ბრატისლავის „სლოვანს“ გიორგი ჩაკვეტაძის შენარჩუნება სურს. ამის სურვილი სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საჯაროდ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ცოტა ხნის წინ ვენის „რაპიდს“ და შოტლანდიურ „აბერდის“ დაუკავშირეს, მაგრამ არაა გამორიცხული „სლოვანმა“ ის შეინარჩუნოს.

როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა აღნიშნა, ჩაკვეტაძეს "გენტში" დაბრუნება არ სურს, მაგრამ სანამ მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმდება, ყველა კმაყოფილი უნდა იყოს.

„ძალიან ბევრია სამუშაო და ზაფხულში გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. კლუბმა უნდა მოიყვანოს ახალგაზრდა ფეხბურთელები უფრო გამოცდილი მოთამაშეების გარშემო, როგორებიც არიან ვაისი, კანკავა, კაშია, კუცკა, ჩავრიჩი, დე მარკო. მათ ახალგაზრდებიც სჭირდება. ზოგი შეუცვლელია, ზოგს წასვლა მოუწევს, რადგან „სლოვანის“ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ. ესაა ცხოვრება, წინდახედული და გონივრული უნდა ვიყოთ. გამარჯვების შენარჩუნება ადვილი არ არის.

ჩაკვეტაძე ჩვენთან იჯარითაა და კლუბთან გვაქვს გარკვეული შეთანხმება, რომელზეც მოლაპარაკება შეგვიძლია, მაგრამ ის ძვირადღირებული ფეხბურთელია, რის გამოც, რბილად რომ ვთქვათ, რთულია მისი გაფორმება. ეს სიტუაცია შეიძლება მოგვარდეს გონივრული სატრანსფერო კონტრაქტით. მას აქ დარჩენა სურს, რაც დადებითია. ის ხვდება, რომ გენტი უნდა დატოვოს, სადაც დაბრუნება არ სურს. ყველა მხარე უნდა იყოს კმაყოფილი, სანამ რაიმეს ხელს მოაწერენ. მჯერა, რომ „სლოვანში“ დარჩება“, - განაცხადა ვაისმა.

კომენტარი გააკეთა „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა: „ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვცდილობ, ისე ვიმუშაო, რომ გულშემატკივარი კმაყოფილი იყოს, მაგრამ ჯერ არაფერს გავამხელ“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „სლოვანის“ რიგებში სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 45 მატჩში თავი 1 გოლით და 9 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.117605