სხვა

1:29 | 14.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარტინმა საფრანგეთის დიდი პრიზის სპრინტი მოიგო

ესპანელმა მოტომრბოლმა ხორხე მარტინმა საფრანგეთის დიდი პრიზის სპრინტ რბოლაში გაიმარჯვა. მან იოლად მოახერხა სამხრეთაფრიკელი ბრედ ბინდერის შეტევების მოგერიება, უშეცდომოდ ჩაატარა მოკლე რბოლა და ფინიშთან პირველი მივიდა.

მარტინმა რბოლის დასაწყისშივე უკან მოიტოვა მოტო გრანპრის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, იტალიელი ფრანჩესკო ბანიაია და საბოლოოდ ბინდერს, ვისაც უკვე ორი სპრინტი აქვს მოგებული, 1.840 წამით აჯობა.

„ძალიან ვამაყობ, რადგან პირველ ადგილს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავუბრუნდი. თუნდაც, ეს მხოლოდ სპრინტი იყო, მაგრამ ეს მაინც კარგია და ხვალის რბოლისთვის კარგ სტიმულს მაძლევს“, - ამბობს მარტინი.

ბანიაია მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. მას დაძაბული პაექრობა ჰქონდა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონ მარკ მარკესთან, რომელიც საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ამ მოგებისთვის მარტინმა 12 ქულა მიიღო და ჩემპიონატის ჩათვლაში სამის აფეხურით წინ, მეოთხემდე აიწია. ბინდერმა კი მეორეზე გადაინაცვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06772