იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში პლეი-ოფი დაიწყო. მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ბრინდიზი“ საკუთარ მოედანზე ძალიან იოლად, 104:68 დაამარცხა.
სერჯო სკარიოლოს გუნდმა პირველ ტაიმში 28-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ცხადია საქმეც ბოლომდე ადვილად მიიყვანა.
შენგელიამ 16 წუთში საკუთარ გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.
„ვირტუსი“ სერიაში დაწინაურდა, მომდევნო მატჩს კი 15 მაისს ისევ შინ ჩაატარებს. აქვე გეტყვით, რომ სერია სამ მოგებამდეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია