აზერბაიჯანის ჩემპიონატის 34-ე ტურში „ყარაბაღმა“ სტუმრად „საბაილი“ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.
სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ყარაბაღი“ უახლოეს მდევარ „საბაჰს“ 10 ქულით უსწრებს და პირველი ადგილი გარანტირებული აქვს. დღევანდელ შეხვედრაში ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო სკამზე იყო.
ისე კი, 24 წლის მეკარემ აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, თასზე კი მოედანზე ერთხელ გავიდა.