საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ შინ „გრენობლი“ 1:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა.
მიქაუტაძეს ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასი გააკეთა. 47-ე წუთზე მან ბურთი მოედნის შუაში მიიღო და ბრწყინვალე დრიბლინგით რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა, საბოლოოდ კი აბილიე ჯალოუს ცარიელ კარში გაატანინა. მთლიანად გიორგის დამსახურება იყო ეს გოლი. 72-ე წუთზე ქართველი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, თუმცა მცველმა წააქცია, რის გამოც ლოიკ ნესტორი გააძევეს. ამრიგად, საგოლე პასი მიითვალა და მეტოქეც გააძევებინა. ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძეს 34 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირებში დამაჯერებელი ლიდერია, ხოლო 8 საგოლე პასით ჩემპიონატში მეორე შედეგი აქვს.
„მეცმა“ „ბორდოსთან“ ჩამორჩენა ერთადერთ ქულამდე შეამცირა, რადგან ჟირონდელებმა დღეს სტუმრად „რუანთან“ ვერ მოიგეს (0:0). ზურიკო დავითაშვილმა 70-ე წუთამდე ითამაშა.
ლიგა 1-ში ორი საუკეთესო გუნდი გადავა. „ლე ჰავრს“ პირველი ადგილი პრაქტიკულად განაღდებული აქვს, მეორე ადგილზე გასვლის შანსი კი მხოლოდ ორ გუნდს აქვს, დავითაშვილის „ბორდოს“ და მიქაუტაძის „მეცს“. სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, „ბორდო“ კონკურენტს 1 ქულით უსწრებს.
მომდევნო ტურში „მეცი“ 20 მაისს, „გინგამს“ ესტუმრება, „ბორდო“ კი იმავე დღეს „ლავალს“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეც გეთანხმები
დიდი ხნის წინ ვთქვი ეს მაგრამ ვის უნდოდა დაჯერება?! კი, სერიოზული მწვრთნელია მაგრამ მისი კატალონიური წარმატებები მესის და კიდევ ორი კაცის
ეპოქალური შემოქმედება იყო
მილიარდს რო ხარჯავ და ლიგის ნახევრფილანს ვერ დებ რავიცი თან თან 4ივე შემთხვევასი ფავორიტი იყო ლიბერპულთანაც კი. ან რა შემადგენლობა დააყენა როდრი გუნდოგანი ფერნანდინიო აქამდე როდის ყავდა ცენტრში ერთად რავიცი ყბეა რეალი გააგდო და ლიონთან გავარდა. ლიონს ბაიერნი დამთავრებს მარტივად
kai gacherdi barcasac da baiernsac shen aswavle fexburtis tamashi da mere sitis
ბაიერნი ამის მისვლამდე 3ჯერ იყო ფინალში 4 წლის მანძილზე.
შენზე ვინც მწვრთნელი ლიცენზია გასცა იმას მ......ან

:
ძალად გამომგონებელი
ღადაობ?