ფეხბურთი

21:19 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„საუთჰემპტონი“ პრემიერლიგიდან დაქვეითდა

დღეს, 13 მაისს, პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩში „საუთჰემპტონი“ „ფულემთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა და ინგლისის უმაღლეს დივიზიონს ოფიციალურად დაემშვიდობა.

„წმინდანებს,“ რომლებიც 36 მატჩიდან 24 ქულით ამჟამად ბოლო, მე-20 საფეხურზე დგანან, მე-17 ადგილთან, რომელიც მომავალ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში დარჩენის უფლებას იძლევა, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე რვა ქულა აშორებთ.

„საუთჰემპტონი“ პრემიერლიგაში 2012/2013 წლების სეზონიდან თამაშობს. მიმდინარე ჩემპიონატში მათ 24 მარცხი განიცადეს, მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა სეზონში.

ისინი ისტორიაში მესამედ დაქვეითდნენ ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან. ეს ადრეც მოხდა 2005 და 1974 წლებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101372