ფეხბურთი

20:48 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ „შალკე“ გაანადგურა

ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ „შალკეს“ 6:0 მოუგო. დუბლი მიითვალა სერჟ გნაბრიმ, თითოც თომას მიულერმა, იოზუა კიმიხმა (პენალტით), მატის ტელმა და ნუსაირ მაზრაუიმ გაიტანეს.

„ბაიერნმა“ 68 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში მინიმუმ შემდეგ ტურამდე დარჩება, რადგან დღის გვიან მატჩში დორტმუნდის „ბორუსია“ „გლადბახს“ მასპინძლობს და წარმატების შემთხვევაშიც კი 67 ქულას მოაგროვებს და ბავარიელებს ვერ დაეწევა.

0.111569