სემ ელარდაისის პირველი საშინაო მატჩი „ლიდსის“ თავკაცის რანგში, „ნიუკასლის“ წინაააღმდეგ, ნერვიული გამოდგა. მასპინძლები ჯერ იგებდნენ, მაგრამ შემდეგ „კაჭკაჭმა“ კალუმ უილსონმა ორი პენალტი დაარტყა ზუსტად, დუბლი მიითვალა და სტუმრები დააწინაურა. „ლიდსმა“ ქულა მაინც მოიპოვა, ბოლოსკენ დანიელმა რასმუს კრისტენსენმა შეაგდო - 2:2.
„ნიუკასლი“ 66 ქულით გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა, 31-ქულიანი „ლიდსი“ კი ისევ გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე დგას.
მატჩის დროს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ნიუკასლელთა მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს ტექნიკურ ზონაში უცნობი მიეჭრა და რომ არა სამართალდამცავების სწრაფი რეაგირება, ვინ იცის, რა მოხდებოდა. საიდან აღმოჩნდა ის კაცი მოედანზე არავინ იცის.
შაბათის მატჩებში უილსონის გარდა კიდევ სამმა ფეხბურთელმა მიითვალა დუბლი: ჩელსელმა რაჰიმ სტერლინგმა, ნოტინგემელმა ტაივო ავონიმ და „კრისტალ პალასის“ ებერეჩი ეზემ.
ინგლისი
პრემიერლიგა
36-ე ტური. 13 მაისი
ლიდსი - ნიუკასლი 2:2
1:0 ეილინგი (7), 1:1, 1:2 უილსონი (31 პენ, 69 პენ), 2:2 კრისტენსენი (72)
28-ე წუთზე ბემფორდმა (ლიდსი) პენალტი ვერ გაიტანა
გაძევება: ფირპო (91) - ლიდსი
მანჩესტერ იუნაიტედი - ვულვერჰემპტონი 2:0
1:0 ანტონი (32), 2:0 გარნაჩო (90+5)
ასტონ ვილა - ტოტენჰემი 2:1
1:0 რემზი (8), 2:0 დუგლას ლუისი (72), 2:1 კეინი (90 პენ)
ჩელსი - ნოტინგემ ფორესტი 2:2
0:1 ავონი (13), 1:1, 2:1 სტერლინგი (51, 58), 2:2 ავონი (62)
კრისტალ პალასი - ბორნმუთი 2:0
1:0, 2:0 ეზე (39, 58)
საუთჰემპტონი - ფულემი 0:2
0:1 ვინისიუსი (48), 0:2 მიტროვიჩი (72)